გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით სურს მიიღოს ე.წ აგენტების შესახებ კანონი

კანონთა წყება, რომელიც ახლა პარლამენტშია, არის გზავნილი, რომ უკან უნდა დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში, საქართველოში საბჭოთა კავშირი, რუსეთი არ იქნება და ეს გზავნილი ქუჩაში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა გაუგზავნა ივანიშვილ- კობახიძე- ღარიბაშვილებს, რომლებსაც უნდათ აგვაცდინონ ევროპულ გზას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აგენტების რეგისტრაციის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კანონის მიღებით "ქართულ ოცნებას" სურს სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს, რაც რუსეთის დავალებაა.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით სურს მიიღოს ე.წ აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც ბორელიდან დაწყებული, გაეროთი გაგრძელებული და აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული, ასევე ევროკომისია, ელჩები, ევროპარლამენტარები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. სტატუსის გარეშე წევრობა არ არსებობს, "ქართული ოცნება" ასრულებს პირდაპირ დავალებას რუსეთიდან, რომლის ინტერესია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უარი თქვას ნატო- ში გაწევრიანებაზე და უკრაინის ფრონტზე განწირული მარცხის ფონზე გაასაღოს ეს მცირე წარმატებად. მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ აირჩია გზა "ქართულმა ოცნებამ." ჩვენ ამ რელსებიდან გადახვევას არ დავუშვებთ და "ქართულ ოცნებას" და რუსეთს არ ჩავაბარებთ ამ ქვეყანას. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული ინიციატივები საქართველოს პარლამენტში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ