უნგრეთსა და დანიაში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული პროდუქტები და სერვისები უნგრეთისა და დანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი.

დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში უნგრელ და დანიელ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გასცნობოდნენ და საქართველოში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უნგრეთსა და დანიაში ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს. მათ შორის, შეხვდნენ უნგრეთის ტურიზმის ასოციაციის ფონდის პრეზიდენტს, wizzair-ს, budapest time-ს, dailynews-ს, hungary-ს, უნგრეთის აეროპორტისა და სხვადასხვა წამყვანი მარკეტინგულ კომპანიების წარმომადგენლებს. დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება