მარნეულის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ წულუკიძემ თეატრის, კინოს, საქართველოს მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ თემებზე შემეცნებითი ლექცია–სემინარი ჩაატარა.
„ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანული კინოკომედია ,,სად არის აჰმედი?“ ჩვენება გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, რომელსაც წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























