შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველებში რუსეთის მოქალაქეების ყოფნაზე - რუსეთის მოქალაქე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ზის და ახლა რას მელაპარაკებით? - ჩვენ პარტიას დასამალი არაფერი აქვს

რამე ისეთი რომ იყოს, ეს ხომ დაფარული მონაცემი იქნებოდა?! - რუსეთის მოქალაქე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ზის და ახლა რას მელაპარაკებით? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებში რუსეთის მოქალაქეებიც შედიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რუსეთის მოქალაქე შეიძლება ქართველი ადამიანიც იყოს და ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

„რუსეთის მოქალაქე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ზის და ახლა რას მელაპარაკებით? [ვგულისხმობ] კობა ნაყოფიას. რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ქართველი ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან კავშირი აქვს. მაგიტომ გითხარით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან რუსეთის მოქალაქეები. ეს ხომ არ არის თავისთავად რაღაც საკითხი. მნიშვნელოვანია ღიაობა, მით უმეტეს, რამე ისეთი რომ იყოს ეს ხომ დაფარული მონაცემი იქნებოდა. როცა ღია მონაცემია, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ პარტიას არაფერი დასამალი არ აქვს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა მიუთითებს, რომ გამჭვირვალობა კარგია.

„პირველი ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობა კარგია, როგორც აღმოჩნდა. როდესაც პარტიებს შეეხება ყველა, მათ შორის, ეს ორგანიზაცია სიამოვნებით ათვალიერებს და ინტერესდება რა ფინანსური წყაროები არის. რატომ ინტერესდება? - იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკის მონაწილენი, ვიღებთ გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობას და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გამჭვირვალე. ისინი თავისი კვლევით აჩვენებენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი გამჭვირვალობაც იყოს.

მეორე - მანიპულაციური მიბმა, რომ რაღაცა რაღაცას უკავშირდება, ეს ყველას შეუძლია. მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი. თუმცა, საინტერესო რა არის - ვნახე, რომ 2022 წელს მთლიანად საქართველოში არსებული პარტიების შემოწირულობა, თუ არ ვცდები, 750 000 ლარი იყო. ამას ემატება საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არის წელიწადში ყველა პარტიაზე ჯამში, 12 მილიონი. ანუ, შარშან ყველა პარტიამ ჯამში შემოწირულობებით და საბიუჯეტო დაფინანსებით 12 ნახევარი მილიონი ლარი მიიღო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 370 000 ლარის შემოწირულება მიიღო, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ („ალტ-ინფო“) - 158,098 ლარი, „ლელომ - 151 337 ლარი.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც.

„გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები, კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი