ნინო დოლიძე - პრეზიდენტის განცხადება, ფაქტობრივად, თანხვედრაშია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებასთან

თუ პრეზიდენტიც ასევე ფიქრობს, რომ „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ” კანონპროექტი ნეგატიურად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ძალიან სწორია, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენების აგენტის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

ნინო დოლიძის თქმით, დღეს, საქართველო ისტორიულ ეტაპზეა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება და სწორედ ამ ფონზე, როგორც ევროკავშირისგან, ისე სხვადასხვა პარტნიორებისგან ვისმენთ, რომ ეს კანონპროექტი თავსებადი არ არის ევროპულ ღირებულებებთან და პრინციპებთან.

„ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი რეალურად არ წაადგება იმ პროცესს, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. გარდა ამისა, სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა შემადგენლობამ და მედიაორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტის მიღებას და პრინციპში, ყველამ ერთად ვთქვით, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კანონპროექტი რუსეთში, როგორ იმოქმედა ამან რუსეთში თავისუფალ სიტყვაზე და სამოქალაქო ორგანიზაციების გაჩუმებაზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის განცხადება, იმიტომ, რომ

თუ პრეზიდენტიც ასევე ფიქრობს, რომ ეს კანონმდებლობა ნეგატიურად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ძალიან სწორია. პრეზიდენტის განცხადებაც, ფაქტობრივად, თანხვედრაშია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებასთან”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო