„თეთრმა კვადრატმა“ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს „ფერად ქალაქს“ საჩუქრად კოტეჯი აუშენა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს „ფერად ქალაქს“ საჩუქრად კოტეჯი აუშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარი იყო და სახლის მშენებლობის ხარჯები კომპანიამ სრულად დააფინანსა.

აღნიშნული კოტეჯის მშენებლობას 2022 წლის 24 ოქტომბერს, ჩაეყარა საფუძველი „ფერადი ქალაქის“ ტერიტორიაზე.

კოტეჯის მშენებლობა და რემონტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდა, 28 თებერვალს კი „თეთრი კვადრატის“ წარმომადგენლებმა, დასრულებული კოტეჯი საზეიმო ვითარებაში გადასცეს აუტიზმის ეროვნულ ცენტრს.

„ფერადი ქალაქი“ არის ერთადერთი სივრცე რეგიონში, სადაც მოზარდი და ზრდასრული ასაკის აუტიზმის მქონე პირები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას შეძლებენ.

„თეთრი კვადრატის“ მიზანია ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანსაღი, კომფორტული და ადაპტირებული გარემოს შექმნა. ჩვენი დეველოპერული პროექტებიც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

ჩვენი კომპანია ცდილობს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც უშუალოდ ჩვენს პროექტებში, ასევე ზოგადად იმ გარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

მოხარული ვართ, რომ პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდა და „ფერად ქალაქს“ ჩვენი კომპანიის „თეთრი კვადრატის სახლი“ შეემატა.“ განაცხადა შორენა დარჩიაშვილმა, „თეთრი კვადრატის“ გენერალურმა დირექტორმა.

“თეთრი კვადრატის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულება ადამიანზე მორგებული და მის ფიზიკურ თუ სულიერ სიმშვიდეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა.

(R)

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე