აკია ბარბაქაძე - ისტორიის გადაწერის მცდელობას აქვს ადგილი: „საზიზღარმა დასავლეთმა ერთმორწმუნე რუსეთთან ომი დაგვაწყებინა“ - გამოსაძიებელი არაფერია, აგვისტოს ომზე მსოფლიოში კითხვა აღარავის აქვს „ოცნების“ და რუსეთის გარდა

ისტორიის გადაწერის მცდელობას აქვს ადგილი - ისტორია უნდა გადაიწეროს ბიძინა ივანიშვილის შეხედულებით, რომ - „საზიზღარმა დასავლეთმა ერთმორწმუნე რუსეთთან ომი დაგვაწყებინა“, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს უკვე „ღიად დაეტაკა“, თუმცა დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მათ დასავლეთის მტრები არ დაარქვას.

„აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. მსოფლიოში კითხვა აღარავის აქვს „ოცნების“ და რუსეთის ხელისუფლების გარდა. ისტორიის გადაწერის მცდელობას აქვს ადგილი - ისტორია უნდა გადაიწეროს ბიძინა ივანიშვილის შეხედულებით, რომ -„ეს რა ქნეს - საზიზღარმა დასავლეთმა ერთმორწმუნე რუსეთთან ომი დაგვაწყებინა“. ჯერ იყო, რომ „უკრაინა დაისჯება“, შემდეგ იყო „არ დაგანგრევინებთ“, შემდეგ იყო „ომი გინდათ?“ - ეს ის „მესიჯებია“, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების პარალელურად ჩვენი მოღალატე ხელისუფლება იმეორებს და ახლა შემოდის ახალი თამაში, ახალი კლიშე, ახალი ეპოქა. რეალურად, თავიდან იყო ჩაფიქრებული, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღედგინა რუსეთს. მართალია უკრაინაში მარცხდება რუსეთი, მაგრამ ნატო ამარცხებს რუსეთს, რაც შეეხება ბელარუსს და საქართველოს - საბჭოთა კავშირის აღდგენის ინტერესი გაატარა ამ ქვეყნებში და ზუსტად ახლა ხდება საქართველოს ჩაბარება ამ მოღალატე ხელისუფლების მიერ და ეს ინიციატივა გამოიწვევს სამხედროების დეორგანიზაციას და რეპრესიას.

ეს არის ახალი "მესიჯი", რომელზეც „ომი გინდათ?“ შემდეგ გადასხდებიან „ოცნების“ წარმომადგენლები და ამას ემსახურება ეს კანონპროექტები. რა თქმა უნდა, რუსეთის შემოსვლას სჭირდება სტერილური გარემო, რომ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება საზოგადოებას ნაკლებად ჰქონდეს.

„ოცნება“ დასავლეთს უკვე ღიად დაეტაკა, თუმცა დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მათ დასავლეთის მტრები არ დაარქვას“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინჯია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომისთვის მზადება 2007 წელს დაიწყო, ასევე ქართულ მხარეს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დაწყებაშიც. ინჯია ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ძირითადი დანაშაული, რომელიც „მიიჩქმალა". აქვე დასძენს იმასაც, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და ამ ქმედებებს მათ გარეშე ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს