გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გიორგი დოხტურიშვილი განმარტავს, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

„მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასრულდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მდინარე ალგეთზე აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოხდა ქალაქ მარნეულის ცენტრალური ქუჩის განტვირთვა და შეიქმნა კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გიორგი დოხტურიშვილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და მოეწყო საგზაო ნიშნები.

ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისმა ღირებულებამ ერთ მილიონამდე ლარი შეადგინა.

პროექტი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაათვალიერეს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025