უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მექსიკას მოუწოდა, შეწყვიტოს ნეიტრალური პოზიციის დაკავება და რუსეთთან ომში მხარი უკრაინას დაუჭიროს

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის საზოგადოება, მექსიკელი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მთავრობა, ნელ-ნელა შეცვლის დისკურსს... ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც მელნიკმა აღნიშნა, მექსიკას შეუძლია უკრაინას ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს.

„გამოაგზავნეთ ექიმები უკრაინაში, გამოაგზავნეთ რამდენიმე მობილური საავადმყოფო, აჩვენეთ თქვენი დროშა... ეს დახმარება უკრაინელებს სამუდამოდ ემახსოვრებათ“, - დასძინა მელნიკმა.

ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ადრე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდა, თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალურ მეხიკოს ნეიტრალურად დარჩენა სურს და რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?