07.07.2025 / 08:38
გორის მერია - ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. გორის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მათივე განმარტებით, წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 954 010 ლარია.

„აღნიშნული წყალმომარაგების სისტემით სოფლის მოსახლეობის 30%, 120 - მდე ოჯახი ისარგებლებს. მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს, დღემდე ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა და სასმელი წყალი გრაფიკით, დღეში ერთი საათით მიეწოდებოდა.

რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს (70%), წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემა, რომლითაც სოფლის მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი სარგებლობს, 6 წლის წინ მოეწყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს