მარნეულში აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მარნეულში, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ.

როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ახმეთ თუღრულმა ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

„ჩვენი სკოლა მარნეულში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ ვართ ქართული სკოლა და ქართული პროგრამით ვასწავლით. არაქართველ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლით. ნოემბერში, ჩვენთან მონიტორინგის სამსახური იყო შემოსული. საფუძველი ერთ-ერთი მშობლის საჩივარი იყო. ვიზიტის შემდეგ დასკვნა დაიწერა, იმ დასკვნაშიც 2 ხარვეზი და 6 რეკომენდაცია იყო, რაც გავასწორეთ და საპასუხო წერილიც მივწერეთ. სხდომაზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტორიზაცია შეჩერებულიყო, ჩვენი პასუხები არ მიღეს. ჩვენ დამატებით ზომებს მივიღებთ, საჩივარს ჩვენც შევიტანთ. ეს გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ უნდა გაუქმდეს, რომ სკოლას ავტორიზაცია ჰქონდეს“,- განაცხადა ახმეთ თუღრულმა.

მშობლების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო. მათი განცხადებით, აზერბაიჯანულ მოსახლეობას არ ეძლევა განათლების მიღების და ენის ბარიერის გადალახვის საშუალება. თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მშობლები საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ.

რესურს ცენტრის დირექტორის, ხანალი კახრამანოვის განმარტებით, არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩება და ისინი სხვადასხვა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

„დაკმაყოფილდება ყველა მოსწავლის მოთხოვნა და სხვადასხვა სკოლაში, ქართულ სექტორზე გადანაწილდებიან. არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩება. ყველა მშობლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ქალაქში არის 274 ადგილი. ავტორიზაციის პროცესი დაწყებულია და სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება“,-განაცხადა ხანალი კახრამანოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა