საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ფოთის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ფოთის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი, რაფაელ ჟოზანი და საქართველოს რკინიგზის ­ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტიტვინიძე AFD-ის წარმომადგენლებთან ერთად „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვივნენ.

ფოთის პორტის ინფორმაციით, მათ პორტის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რკინიგზასთან სარკინიგზო და პორტის ოპერაციებს შორის ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურის სიმძლავრისა და ეფექტურობის ოპტიმიზაციის მიზნით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და უწყვეტი სატრანსპორტო მომსახურება ფოთში.

შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების საჭიროება, რაც ქალაქში სასაწყობო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სათანადო ინვესტიციების შექმნას შეუწყობს ხელს და შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია პორტის გაფართოების გეგმასთან, რაც საბოლოო ჯამში მხარს უჭერს რეგიონის განვითარებას და ამავდროულად აუმჯობესებს ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.