კახა ოქრიაშვილი - თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სია, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„ვაფიქსირებ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საქართველოს მტერი, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული თანხების გაკონტროლება პრაქტიკულად არ ხდება. რუსეთის 100 000-ობით მოქალაქეს, რომელთა შორის, კაცმა არ იცის, ვინ ვინ არის, ბოლო წლებში, ოფიციალური გადმორიცხვებით, საქართველოში მილიარდები შემოაქვს, ნაღდი ფული კი საერთოდ არ კონტროლდება. ეს კანონი, რუსეთთან მიმართებაში, ვერ იმუშავებს, „უკბილო“ იქნება!

მაგრამ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონის მიზანია, გააკონტროლოს განვითარებული ქვეყნებიდან (ჩვენი მეგობრებისგან) საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისთვის ჩამორიცხული თანხები. აქვე ჩანს, რომ „ოცნება“ რუსეთის პოლიტიკას ატარებს ჩვენს ქვეყანაში.

თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, ვისაც კანონი შეეხება. ეს უნდა იყოს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა ... სია მსჯელობის საგანია. ამ სიაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდნენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის მშენებლობით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავლის მშენებლობაში გვეხმარებიან.

- არ იქნება დემოკრატია - არ გვექნება მომავალი! დღეს არც დემოკრატია გვაქვს, არც მომავალი და ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. თუ იქნება დემოკრატია, ხალხი დაბრუნდება საქართველოში და შრომის ღირსეული პირობები და ანაზღაურებაც ექნება.

- იქნება დემოკრატია ? - იქნება შანსი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. დემოკრატია ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა!

- განვითარდება ეკონომიკა? - ყველას შრომის ღირსეული ანაზღაურება ექნება!

- განვაგრძობთ არადემოკრატიული კანონების მიღებას, როგორიცაა „აგენტების“ კანონი და მმართველი გუნდის მიერ უკვე მიღებული პოლიტიკური კონკურენციის შემზღუდავი უამრავი კანონი, მაგალითად საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს „ოცნების“ დომინირებას პოლიტიკურ ველზე, ოპონენტების დაჭერას, თავისუფალი აზრის განადგურებას და ა.შ. - ე.ი. წავშლით ქვეყნის მომავალს!

- შეეგუება საზოგადოება ასეთ კანონებს ? - არ გვექნება დემოკრატია და მომავალი!

დღეს სახელმწიფოსა და ხალხის ნათელ მომავალს შორის ერთადერთი ბარიერი არსებობს - „ქართული ოცნება“.

საქართველო „ოცნების“ გარეშე და ახალი, პროგრესული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები არის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას