პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა.
„გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, - განუცხადა მედიას პოლონელმა ოფიციალურმა პირმა.
პოლონური მხარის ცნობითვე, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"