„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მათი აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, 2 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა.

„12:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.

11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, სიმხევი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს