ლაშა ტუღუში - ვინც “აგენტების“ კანონს ხელს მოაწერს, გადადგამს ნაბიჯს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - დასავლეთიდან გეუბნებიან: არ შეესაბამება იმას, სადაც მოდიხარ, იმ სახლში, სადაც ჩვენ ვართ, ამ წესებით არ ცხოვრობენ

კანონი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს წყდება საქართველოს მომავალი და ახლა თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, შეიძლება, საკითხი ძალიან დიდი ხნით გადაიდოს და დაიხუროს.

„ელჩებს და მთელ ცივილიზაციას, სადაც ვითომ მივდივართ ეუბნები: „შენი აზრი არ მაინტერესებს, მე მაინც მივიღებ“ და ამას ეძახიან - „რა მაგრები არიან, რა სუვერენულები, როგორ ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე“. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს. ე.ი. პრინციპულად, ანტი ევროპული, ანტი დასავლური კანონი მათთვის მისაღებია. რა ვენეციის კომისიაში გაგზავნიან? ვინც ხელს მოაწერს ამას, ჩემი აზრით, გადადგამს ნაბიჯს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

დღეს წყდება ამ ქვეყნის მომავალი. ახლა თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, შეიძლება ძალიან დიდი ხნით გადაიდოს და დაიხუროს ეს თემა, აშენდეს დიდი კედელი, რომელიც გამოყოფს საქართველოს დასავლეთისგან და ეს იქნება დიდი დაბრკოლება. ეს არის რეალობა. რატომ არიან ასეთი აქტიურები ელჩები? იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ხალხი ერთს ამბობს და ამის საპირისპირო ხდება და ეს არის სერიოზული სიმპტომი.

რას ნიშნავს, რომ ვიღაც არის გავლენის აგენტი? დაირქვან თავის თავზე, დაიწერონ, რომ არიან აგენტები ვიღაც ქვეყნის. რა დააშავა ათობით ათასმა ადამიანმა, რომელიც პატიოსნად შრომობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის და ამ ადამიანებს შენ ეუბნები, რომ ხარ ცუდი ადამიანი, რა უბედურებაა. გეუბნებიან, რომ ეს არ არის სწორი დემოკრატიის თვალსაზრისით, გეუბნებიან, რომ ეს არ შეესაბამება იმას სადაც მოდიხარ, გეუბნებიან, რომ იმ სახლში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ამ წესებით არ ცხოვრებენო და - შენ რა იციო", - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?