რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევსა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული განადგურდა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.