სლოვაკეთმა უკრაინას, შესაძლოა, „მიგ-29“ ტიპის 10 მოიერიშე თვითმფრინავი გადასცეს

სლოვაკეთი უკრაინისთვის მის ხელთ არსებული საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის 11 მოიერიშე თვითმფრინავიდან 10-ის გადაცემის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა.

"ჩვენ აღარასოდეს გამოვიყენებთ „მიგ-29“ მოიერიშეებს. მათ ჩვენთვის რეალური ღირებულება არ აქვთ. თუ მათ უკრაინას მივცემთ, შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ", - განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, მე-11 მოიერიშე თვითმფრინავს სლოვაკეთის მუზეუმში გადაიტანენ.

მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისთვის „მიგ-29“ თვითმფრინავების მიწოდების შესახებ რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სლოვაკეთი გახდება ნატო-ს პირველი წევრი, რომელიც კიევს საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან სლოვაკეთმა უკრაინას თითქმის 168 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. საუბარია S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე, ვერტმფრენებზე, Grad-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილ ათასობით რაკეტასა და ათობით ჯავშანმანქანაზე.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა