უკრაინული მედია კრასნოდარის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს

ჟურნალისტურმა საგამოძიებო პროგრამა „სქემებმა“ თანამგზავრის საშუალებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზედაც კრასნოდარის მხარეში, იეისკის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგებია ასახული.

Planet Labs-ის ფოტოებზე, რომელიც „სქემებმა“ გაავრცელა, ასახულია აეროდრომის გვერდით მდებარე საჰაერო თავდაცვის პოლიგონის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგი. ფოტოები 2023 წლის 1 მარტითაა დათარიღებული.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაზიანდა თუ არა თავად აეროდრომი, რადგან თანამგზავრს ეს ჯერ არ დაუფიქსირებია. ამასთან, 15 თებერვლის ფოტოებიდან ჩანს, რომ აეროდრომზე რამდენიმე რუსული თვითმფრინავი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იეისკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია დრონის ჩამოგდების შესახებ, ზოგიერთი წყაროს ცნობით კი აეროდრომს რაკეტებით დაესხნენ თავს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის