უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების 170-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 170-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა ამ მიმართულებებით მტრის 170-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის, პოლტავასა და დონეცკის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 14 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, Shahed 136 დრონების გამოყენებით 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 58-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ, საპასუხოდ, გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკას 16 დარტყმა მიაყენა. ასევე, უკრაინელმა დამცველებმა მტრის Shahed-სა და Orlan 10-ის ტიპის დრონები ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილს, საბრძოლო მასალის 2 საცავსა და 3 სხვა მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს