რუსთავის მერიამ ახალგაზრდებთან ერთად, ახალი კამპანია - „თაობა მომავლისთვის“ დაიწყო

„თაობა მომავლისთვის"- ამ სახელწოდების ახალ კამპანიას, რუსთავის მერია ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ,,თაობა მომავლისთვის“ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკოსი ლაშა ნოზაძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძე, ქალაქში უკვე განხორციელებულ ახალგაზრდულ პროექტებზე და ქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,რუსთავში ვიწყებთ ახალ კამპანიას - ,,თაობა მომავლისთვის“, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებთან ინტენსიურ შეხვედრებს და მათ აქტიურ ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და რაღა თქმა უნდა, მათი ჩართულობა ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიის ახალგაზრდულო დეპარტამენტის უფროსმა ანელი ჩხარტიშვილმა განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, ახალი პროექტის - ,,სკოლის ელჩი" განხორციელებაც დაიწყება. პროექტში, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეები ჩაერთვებიან.

კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის" ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა