ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეზე თავდასხმაზე - ჩვენს მიწაზე ბოროტება ვერ გამეფდება, ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფერზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოკუპანტები პასუხს აგებენ იმ ტერორისტულ ქმედებებზე, რასაც უკრაინაში სჩადიან.

„ზაპოროჟიე. ღამით ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. დარტყმა მოხდა მაღალსართულიან კორპუსში. განადგურდა მე-3, მე-4, მე-5 სართულები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოს სურს უკრაინელებისთვის ყოველი დღე ტერორის დღედ აქციოს.

„მაგრამ ჩვენს მიწაზე ბოროტება ვერ გამეფდება. გავდევნით ყველა ოკუპანტს და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ყველაფერზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა. 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულ მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალიცაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან