ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება დააორგანიზეს და ჩაატარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა​.

„მეხანძრე-მაშველებმა ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.

სწავლება სასტუმრო „ჰილტონის“ დაკვეთით ჩატარდა. ღონისძიებაში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა