ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, კომიტეტის სხდომაზე პროტესტს დააფიქსირებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, კომიტეტის სხდომაზე მივლენ და პროტესტს დააფიქსირებენ.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ ნარატივში შესვლაა.

„არ ვწყვეტთ ბოიკოტის რეჟიმს, მაგრამ ამ კანონის განხილვის პროცესში ფრაქციის წევრები საკომიტეტო სტადიაზე მივალთ და დავაფიქსირებთ ჩვენს მკაცრ პროტესტს ამ პროცედურასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტის განხილვა „ქართული ოცნების“ ნარატივში შესვლა და აბსოლუტურად გაუმართლებელია. ამ კანონპროექტში რაც არ უნდა შეცვალონ, რა სიტყვებიც არ უნდა გამოხშირონ, სულისკვეთებით რუსული კანონია და მიმართულია ჩვენი პროდასავლური არჩევანის წინააღმდეგ. ამ კანონპროექტის განხილვაში შესვლას არავის მოვუწოდებ. ჩვენ მკაცრი პროტესტით ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ დაუშვებელი და მიუღებელია ამ კანონპროექტის მიღება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე