დავით უსუფაშვილი - უმრავლესობამ იმიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ - მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით, ბიუროს რიგგარეშე სხდომა შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე?!

უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ - მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით, ბიუროს რიგგარეშე სხდომა შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე?! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ბიუროს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ოფიციალურად წარედგინა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი კი რაიმე ვადებს არ აწესებს, თუმცა, უმრავლესობას სურს პროცესი დახუროს.

„უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ და გვეუბნებიან, აბა, რა ვქნათ, სხვა არავინ დასახელებულა და მორჩა პროცესიო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აქ კანონი არანაირ ვადებს არ აწესებს, შევთავაზე უმრავლესობას, გადაგვედგა გონივრული ნაბიჯები, პოლიტიკურ ჯგუფებს დაგვედგინა 7-10 დღიანი ვადა, რომ დაგვესახელებინა კანდიდატი, მაგრამ მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით. რიგგარეშე სხდომა ბიუროსი შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე? ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ ერთი კანდიდატის განხილვა მოასწროს და სხვა ვერავინ ვერაფერი მოასწროს. მე არ ვიცი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და მოსწონს, რანაირად შეიძლება ამას მხარს უჭერდეს?!"- განაცხადა უსუფაშვილმა.

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ მიერ. ბიუროს გადაწყვეტილებით იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევა 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის სწრაფად წარმართვა, რისი მზაობაც კომიტეტს აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო