ლევან ბეჟაშვილი - ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფსკრულია - თუ ვინმეს სხვა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვს, ამას წინ ვერ აღვუდგებით

ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ერთიანი მოქმედების გეგმასაც ვახორციელებთ - ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფსკრულია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ნიკა მელიას გუნდთან კომუნიკაციისა და მათ მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნის თაობაზე კითხვას უპასუხა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, ვიღაც წინასაარჩევნო რეჟიმიდან ვერ გამოდიოდეს ან ახალი პარტიის შექმნის მოტივი ჰქონდეს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევე შეინარჩუნებს ერთიანობას, „როგორც წინა კატაკლიზმების შემდეგ“.

„კომუნიკაციის ყველანაირი ფორმა გვაქვს - იქნება ეს პირადი შეხვედრები თუ სატელეფონო. ნუ წარმოვსახავთ, თითქოს ისეთი დაპირისპირებაა, რომ არც ველაპარაკებით ერთმანეთს - ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ერთიანი მოქმედების გეგმასაც ვახორციელებთ, აქციებზეც ერთად ვიკრიბებით. ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფსკრულია. ვიღაცას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, წინასაარჩევნო რეჟიმიდან ვერ გამოდიოდეს ან ახალი პარტიის შექმნის მოტივი ჰქონდეს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც წინა არჩევნების და კატაკლიზმების შემდეგ ინარჩუნებდა ერთიანობას, ასევე შეინარჩუნებს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის წევრების მხრიდან იდგმება ნაბიჯები, რათა ერთიანობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ერთიანობა შენარჩუნდეს. წინასაარჩევნო ინერციის რეჟიმიდან ყველა შტაბის წარმომადგენლები უნდა გამოვიდეთ და შევძლოთ ერთიანობის მოძებნა, რათა ქვეყნის მთავარ საფრთხეს - ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხდება, თუმცა თუ ვინმეს სხვა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვს, ამ ამოცანებს წინ ვერ აღვუდგებით“,- განაცხად ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო