კახა ოქრიაშვილი - ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში - ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ბატონი ლევან იოსელიანი დანიშნოს სახალხო დამცველის პოსტზე და ამ დანიშვნით, ფაქტობრივად, გააუქმოს ომბუდსმენის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯის დამოუკიდებლობა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ჩნდება ცნობები, რომ „ოცნების“ დეპუტატების გარდა, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ სხვა ფსევდო-ოპოზიციური და დღეს დამოუკიდებელი დეპუტატები.

ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში - ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!

მათ სახელებსა და გვარებს მალე გავიგებთ და მათი ადგილი პოლიტიკაში აღარასდროს იქნება, რადგან ასეთი ხალხი ასრულებს სამარცხვინო საქმეს - ამბობენ, ოპოზიციონერები ვართო, სინამდვილეში კი „ქოცის ქოცები“ არიან. ამ მხრივ, პროცესი კარგია, რადგან ხდება „ქოცებთან“ შეკრული ვითომ ოპოზიციის გამოაშკარავება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს კონკრეტული ძალები და პიროვნებები, ვინც დღეს ისე იყიდება, როგორც კიტრი „დეზერტირების“ ბაზარში, არც პარლამენტში და არც პოლიტიკურ სივრცეში აღარ აღმოჩნდნენ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა