სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ხმაურის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩების დემარში, რომლებიც მივიდნენ პაპუაშვილთან და უთხრეს, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირი წინააღმდეგობა იქნებოდა ჩვენი ევროპული მომავლის. აქ, ხმაურია, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ხმაურს, სანამ შევძლებთ. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ აქ იჯდეს, ვიდრე არ დაიღლება ყველა და არ წავა და მერე, ჩუმად გადააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხედან წყნარად და ელოდებიან იმას, რომ ჩვენ დავიღალოთ, წავიდეთ, მაგრამ აქ, ბევრნი ვართ. მე ძალიან ხმამაღლა არ ვყვირი იმიტომ, რომ ვიცდი, სანამ სხვები დაიღლებიან. ჩვენ მორიგეობით შევეცდებით ყველანაირად, რომ არ ჩავატარებინოთ ეს სხდომა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ფორმულასთან“.

ამასთან, კომიტეტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების სკანდირებენ „არა, რუსულ კანონს“. პარალელურად, ხმაურია პარლამენტის ფოიეში, სადაც იმყოფებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ონლაინ-მედიის წარმომადგენლები, რომელთაც მიღების შემთხვევაში აღნიშნული კანონი შეეხებათ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ მმართველი გუნდის მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც დღეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები არიან.

„ქართული ოცნების“ თითოეული დეპუტატის სხდომათა დარბაზში შესვლა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შეძახილებითა და სასტვენის ხმებით გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, რომლის მიღებაც საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა