თელავის მუნიციპალიტეტის მერმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე  სპორტული მოედნისა და ობიექტთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების, ასევე აღნიშნულ ობიექტთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროექტი ითვალისწინებს ახალი სარბენი ბილიკის, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნების, ასევე, ღია სავარჯიშო კომპლექსის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობას.

„ასევე, გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ათვისება, სადაც ეწყობა რეკრეაციული სივრცე, რაც მოიცავს სასეირნო ბილიკების, ბავშვთა გასართობი მოედნის, ფანჩატურის, სკამების და განათების მოწყობას. პროექტის სრული ღირებულებაა 2 259 601 ლარი.

მრავალფუნქციურ ობიექტთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები კი 316 373 ლარით არის დაფინანსებული. ასფალტის საფარი დაიგება 280 გრძ. მ. სიგრძის მონაკვეთზე. აღნიშნული პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში