ბოლნისის მუნიციპალიტეტში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმყოფებოდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს შეხვდა.

აშოტ სმბატიანი ქალაქ ბოლნისში არსებულ სომხურ სკოლას ეწვია. ელჩმა შეხვედრები კიანეთისა და სოფელი ბოლნისის მოსახლეობასთანაც გამართა.

ვიზიტის დასასრულს ელჩმა სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

„დღეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ აშოტ სმბატიანს ვუმასპინძლეთ. სომხეთი საქართველოს მოძმე სახელმწიფოა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება. მოხარული ვიქნები თუ ჩვენ სხვადასხვა სფეროში ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რომლებიც ვფიქრობ, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს