სალომე სამადაშვილი ­- პლენარული სხდომის დღეს, როცა რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს "ქართული ოცნება", შევიკრიბოთ პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი

პლენარული სხდომის დღეს, როცა რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს "ქართული ოცნება", შევიკრიბოთ პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი - არ გაწიროთ საკუთარი შვილები ემიგრაციისთვის, არ გაწიროთ საკუთარი თავი, რომ დაბრუნდეთ იქ, საიდანაც ჩვენ გამოვედით 30 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, - ეს განცხადება "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დაიწყება აქტიური კამპანია და აქციის ზუსტი თარიღი გამოცხადდება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, როდის გეგმავს "ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას.

"მინდა მივმართო საზოგადოებას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ, ევროპულ საქართველოში, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი "ქართული ოცნების" სახით აპირებს პირველი მოსმენით დაამტკიცოს რუსული კანონი, ამის მიღება ნიშნავს დასრულებას ყველა ჩვენი გეგმის, რაც შეეხება ევროკავშირში ამ ქვეყნის მომავალს. ეს კანონი გამოიწვევს საზოგადოებაში განხეთქილებას და დაპირისპირებას, რაც ასევე რუსეთის გეგმაა. ამიტომ "ლელო" გამოდის ინიციატივით, გავერთიანდეთ ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ მისმა შვილმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და პლენარული სხდომის დღეს, როცა რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს "ქართული ოცნება", შევიკრიბოთ პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ხმამაღლა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, თავისუფლება და არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს დავუთმოთ. ეს კანონი შეუძლებელს გახდის დაცულ, ევროპულ მომავალს, ყველას ვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, მოუწევს წასვლა ემიგრაციაში, არ გაწიროთ საკუთარი შვილები ემიგრაციისთვის, არ გაწიროთ საკუთარი თავი, რომ დაბრუნდეთ იქ, საიდანაც ჩვენ გამოვედით 30 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს