გიორგი ბურჯანაძე „ხალხის ძალას“ - სოზარ სუბარი საშიში იყო 15 წლის წინ?

მოიხედე, თქვენ არავინ გაგიუპატიურეს? თქვენ არ გეტკინათ? თქვენ ხართ სახალხო დამცველი? , - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ბურჯანაძეს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ.

გიორგი ბურჯანაძემ წარმოადგინა მისი მოსაზრება, თუ რაში მდგომარეობს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ მიუღებლობა.

ბურჯანაძის პასუხებით უკმაყოფილო აღმოჩნდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც ბურჯანაძეს კითხვით მიმართა.

„ბატონო გიორგი, 2003 წელს, რომელი „ენჯეოებით“ ფინანსდებოდა ვარდების რევოლუცია, რომელიც მოაწყვეს?”, -ჰკითხა ჯაფარიძემ, რაზეც ბურჯანაძემ უპასუხა, რომ არ ახსოვს, რადგანაც მაშინ 15 წლის იყო.

„თქვენ რომ არ გახსოვთ, ჩვენ გვახსოვს, რა უბედურება გააკეთეს. „ენჯეოებით“ ფინანსდებოდა“ , - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ, რაზეც ბურჯანაძემ რეპლიკით: „და მერე, რა მოხდა, მოხდა საშინელი „ვარდების რევოლუცია“ ხო?“ უპასუხა.

„დიახ. მოიხედე, თქვენ არავინ გაგიუპატიურეს?თქვენ არ გეტკინათ? თქვენ ხართ სახალხო დამცველი“, - მიმართა ვიქტორ ჯაფარიძემ ბურჯანაძეს.

თავის მხრივ, გიორგი ბურჯანაძემ „ხალხის ძალის“ დეპუტატს შეახსენა, რომ იმ დროს სამოქალაქო სექტორში სოზარ სუბარი იყო და კითხვით მისთვის მიემართა.

„რა შუაშია „ვარდების რევოლუცია“? ბატონი სოზარი იყო „თავისუფლების ინსტიტუტში“ და თუ რამეა, ბატონი სოზარი გეტყვით, მე რას მეკითხებით? 15 წლის ბავშვი ვიყავი, მე-9 კლასში, სკოლაში დავდიოდი. რა შუაში ვარ მე, „ვარდების რევოლუციასთან“. რა გინდათ ჩემგან, კანონპროექტზე გელაპარაკებით. „ენჯეო“ თუ 15 წლის წინ საშიში იყო, სოზარ საუბარი საშიში იყო 15 წლის წინ? კვლევებს რომ წერდა, ცუდი იყო?“, - მიმართა ბურჯანაძემ ჯაფარიძეს.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მაშინ „ენჯეო“ მიუღებელი იყო, რადგან „რევოლუცია მოაწყვეს“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა