ნინო ლომჯარია - კანონის ინიცირება მოხდა იმიტომ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები ბოლომდე გადაჭრილიყო

ევროკავშირიდან იყო განწყობები, რომ თუ რაღაც პროგრესი იქნებოდა, ჩვენ მოგვცემდნენ სტატუსს და ამ კანონის ინიცირება მოხდა იმიტომ, რომ ეს შანსებიც ბოლომდე გადაჭრილიყო, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიას მტკიცებით, მისთვის ამ კანონისთვის ხმის მიცემა სინამდვილეში არის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა.

„ახლა არის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის გადამწყვეტი ბრძოლა, ჩვენ ამ კანონის მიღების შემდეგ აღარ ვიქნებით დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არის წყალგამყოფი, ვიქნებით დემოკრატიული რესპუბლიკა თუ ვიქნებით ავტორიტარიზმი. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გახდეს სახალხო დამცველი, ვფიქრობ, რომ მისთვის დღეს პირველი ამოცანა უნდა იყოს ამ კანონის წინააღმდეგ ხმალამოღებული ბრძოლა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, თუ აღნიშნული კანონი იქნება მიღებული, დონორი ორგანიზაციები საქართველოდან საერთოდ გავლენ და მინიმუმამდე დავა საერთაშორისო დახმარება.

„სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რასაც სხვა ქვეყნის ხელისუფლებები საქართველოს გამოუყოფენ, ძირითადი დახმარებები მიემართება ბიუჯეტში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ეს ორგანიზაციები აღარც სახელმწიფო ინსტიტუტებს არ დააფინანსებენ. შენ თუ მათ გამოუცხადებ, რომ შენი ფინანსები, რაც მიდის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს არის ჩემს მიმართ მტრულად განწყობილი აგენტურული საქმიანობა, რომელი თავმოყვარე საერთაშორისო საზოგადოება დააფინანსებს ასეთ ხელისუფლებას? USAID-ს რომ ეუბნები, რომ აგრარულ სექტორში ააიპ-ებს რომ აფინანსებ, ეს არის შენი აგენტურული საქმიანობა, ამას აღარ დააფინანსებს და დააფინანსებს შპს-ებს? დარწმუნებული ვარ საერთოდ მინიმუმამდე დავა საერთაშორისო დახმარება და საერთოდ გავლენ აქედან დონორი ორგანიზაციები და ხელს ჩაიქნევენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის