გორში 2 პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გორში დააკავეს პირი, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გორში ერთი პირი დააკავეს, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებს, - ამის შესახებ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ნოდარ ცინცაძის თქმით, პირი, რომელიც პოლიციამ დღეს დააკავა, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა.

,,სულ ცოტა ხნის წინ, გორში დააკავეს ერთი პირი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა და მონაწილეობას იღებდა. მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს არის ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე, სადაც საქმის მასალებზე ჩვენ ხელი ჯერ არ მიგვიწვდება და მომავალში, ბუნებრივია, ლოგიკურად, საბაშვილების ოჯახი დაზარალებულად უნდა ცნონ ამ საქმეზე და ოფიციალურად, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება წვდომა აღნიშნული საქმის მასალებზე“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური წყაროებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა ორი პირის მიმართ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლო დაზიანებები მიიღო და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული საბაშვილების ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს