გორში 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის პროკურორი ფულის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებს და აცხადებს, რომ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

გორში, ფულის გამოძალვის საქმეზე ერთი პირის დაკავებას პროკურორი ადასტურებს.

28 თებერვალს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი.

,,რაც შეეხება 28 თებერვალს გორში მომხდარ ფაქტს, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება მოტივს, არ დარჩება შეფასების გარეშე, უფრო მეტიც, გამოყოფილი არის ცალკე სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა ორი პირის მიმართ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

საბაშვილის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციამ დღეს დააკავა, თანხის მოთხოვნის დროს, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თან ახლდა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა