თეთრი სახლი - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

თეთრი სახლი დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"აშშ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთ რაუნდს გამოაცხადებს. ის, ძირითადად, მოიცავს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას, რაც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე აქვთ, როგორიცაა HIMARS-ები და არტილერია", - განაცხადა კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა