გრიგოლ გეგელია - მიხეილ ყაველაშვილს ორ თხას ვერ მიაბარებს ადამიანი - „ხალხის ძალა“ არის ივანიშვილის ნების გამტარი, ივანიშვილმა დაწერა ეს პრორუსული ტექსტები

მიხეილ ყაველაშვილს ორ თხას ვერ მიაბარებს ადამიანი, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს" ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია „ხალხის ძალის" წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომ "ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის".

როგორც გეგელიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყაველაშვილის განცხადების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია.

„აბსოლუტურად დავეთანხმები პრეზიდენტის კრიტიკას, საქართველოს კონსტიტუციაში სრულიად ნათლად წერია, რომ საქართველოს გაცხადებული აქვს საგარეო კურსი. ამ კურსის ხელშეშლა არის უმძიმესი მოვლენა. რაც შეეხება ყაველაშვილს, მის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყაველაშვილს ორ თხას ვერ მიაბარებს ადამიანი, ის არის უბრალოდ ბიძინას დაწერილი ტექსტების გამჟღერებელი. ამიტომ, ვფიქრობ, თავმოყვარე პოლიტიკოსებმა არ უნდა ვაკეთოთ კომენტარი მიხეილ ყაველაშვილზე და „ხალხის ძალაზე". ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ „ხალხის ძალა“ არის ივანიშვილის ნების გამტარი, ივანიშვილმა დაწერა ეს პრორუსული ტექსტები, მან მოუწოდა ამ საკითხის გატანისკენ. ივანიშვილი უნდა ვაკრიტიკოთ. ყაველაშვილს არ გააჩნია ზრდილობა, პოლიტიკური ინტელექტი და სერიოზულობა", - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის". " ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ მე ამას გავაკეთებ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები",-განაცხადა ყაველაშვილმა. აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი