პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებიან.

დღევანდელ სხდომაზე საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა იქნება.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა არ მიიღოს.

„ეს კანონი არის პუტინის, ლავროვისა და მედვედევის სასურველი კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება და ქართულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ეს კანონპროექტი მიიღონ, რადგან ის არის რუსული. ჩვენ პროტესტის აბსოლუტურად ყველა ფორმას გამოვიყენებთ, იქნება ეს პარლამენტთან აქცია, შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვივლით ამ ნაბიჯისას, რადგან ეს არის უმაღლესი კალიბრის საზოგადოებრივი საკითხი", - განაცხადა გეგელიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის