ანა ნაცვლიშვილი - პაპუაშვილმა ისეთი წერილი მისწერა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს განცდა დამრჩა, რომ თავი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია -კითხვა მაქვს - გუშინ სად იყო?

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართავს, სად იყო გუშინ, როდესაც მას და კიდევ რამდენიმე დეპუტატს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა კომისრისთვის გაგზავნილი წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ დეპუტატების საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მგონი, შალვა პაპუაშვილი ჯერჯერობით, ფორმალურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. ისეთი წერილი მისწერა [ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩის], განცდა დამრჩა, რომ თავი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია. კითხვა მაქვს შალვა პაპუაშვილთან, გუშინ სად იყო? სად იყო გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის მფლობელი შალვა პაპუაშვილი, როდესაც პარლამენტში ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა დარბაზიდან. დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. შემთხვევით, შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, სადაც გუშინ ეს პროცესები ხდებოდა?!", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს დღეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ დაინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კანონმდებლობაში აისახოს.

მანამდე, დუნია მიატოვიჩმაც მიმართა შალვა პაპუაშვილს წერილით და აღნიშნა, რომ გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მიატოვიჩმა პაპუაშვილს მოუწოდა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ანა ნაცვლიშვილი - პაპუაშვილმა ისეთი წერილი მისწერა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს განცდა დამრჩა, რომ თავი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია -კითხვა მაქვს - გუშინ სად იყო?

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართავს, სად იყო გუშინ, როდესაც მას და კიდევ რამდენიმე დეპუტატს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა კომისრისთვის გაგზავნილი წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ დეპუტატების საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მგონი, შალვა პაპუაშვილი ჯერჯერობით, ფორმალურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. ისეთი წერილი მისწერა [ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩის], განცდა დამრჩა, რომ თავი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია. კითხვა მაქვს შალვა პაპუაშვილთან, გუშინ სად იყო? სად იყო გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის მფლობელი შალვა პაპუაშვილი, როდესაც პარლამენტში ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა დარბაზიდან. დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. შემთხვევით, შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, სადაც გუშინ ეს პროცესები ხდებოდა?!", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს დღეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ დაინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კანონმდებლობაში აისახოს.

მანამდე, დუნია მიატოვიჩმაც მიმართა შალვა პაპუაშვილს წერილით და აღნიშნა, რომ გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მიატოვიჩმა პაპუაშვილს მოუწოდა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა