ფოთის მერმა დედის დღე 8 აგვისტოს და უკრაინის ომში დაღუპული გმირების დედებს მიულოცა

ფოთის მერმა დედის დღე 8 აგვისტოს და უკრაინის ომში დაღუპული გმირების დედებს მიულოცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 8 აგვისტოს და უკრაინის ომში დაღუპული გმირების დედებს დედის დღე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„3 მარტს ვულოცავ ყველა დედას! დღეს, დედის დღეს, 8 აგვისტოს და უკრაინის ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების ოჯახები მოვინახულე და მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო ომში დაღუპული გმირების დედებს. განუზომელია თქვენი ღვაწლი სამშობლოს წინაშე!

ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ბედნიერებას“, - განაცხადა ფოთის მერმა.