მარნეულის მერმა საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, 3 მარტი მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, 3 მარტი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერის ინიციატივით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. გმირების დედებს ყვავილები და სასაჩუქრე კალათა გადასცეს და 3 მარტი მიულოცეს.

„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,“ - განაცხადა კენან ომაროვმა.

„საქართველოში, დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი