ჯუანშერ ბურჭულაძე - სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახონ სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს:

„გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11- თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება - 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობთი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის არც სტუდენტებს და არც მოსახლეობას.

„სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შეინარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებული სამსახური წელიწადში ერთი თვე”, - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ჯუანშერ ბურჭულაძე - სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახონ სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს:

„გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11- თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება - 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობთი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის არც სტუდენტებს და არც მოსახლეობას.

„სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შეინარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებული სამსახური წელიწადში ერთი თვე”, - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა