რუსთავში ფართები კიდევ 25 ოჯახს გადაეცა

რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში კიდევ 25 ოჯახს გადაეცა დაკავებული ფართი.

ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გააცნო და მთავრობის განკარგულების ასლი გადასცა.

„ბინების დაკანონების პროცესი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები წლებია ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ ფართებში, რომელიც მათი საკუთრება არ იყო. სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით და ჩვენი გუნდის ჩართულობით, დღეს მათ გადავეცით დოკუმენტაცია, რომლითაც შეძლებენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დაირეგისტრირონ ბინები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, 25 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები მთავრობის განკარგულებით გადაეცა, საკუთრების მოწმობის ასაღებად მხოლოდ საჯარო რეესტრის რეგისტრაცია დასჭირდება.

„რუსთავში, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, დღეს 25 ოჯახს სიმბოლურ ფასად- 1 ლარად გადავეცით თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, ამ დროისთვის, რუსთავში 650-მდე ოჯახს აქვს ფართები საკუთრებაში გადაცემული. აღნიშნული პროექტი აქტიურად გაგრძელდება, მოლოდინის რეჟიმში მყოფ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მათი მოთხოვნაც დროულად იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მერიაში განმარტავენ, რომ რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე საცხოვრებელი ფართი უკვე 650-მდე რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა. ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს