ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა

„ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს.

„პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენების შემცირების შესახებ“. პირადად, მე გახლდით ბიუროზე. ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. ეს არის ერთადერთი გამართლებული საკანონმდებლო პასუხი „რუსული მიზნების“ აგენტურულ კანონპროექტზე, რომლითაც ხელისუფლება საკანონმდებლო დივერსიას ამზადებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა.

პარტიამ "საქართველოსთვის" წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, დეპუტატების კონსტიტუციური უფლების დასაცავად, პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წერილით მიმართეს.

„საქართველოს კონსტიტუციის 45.1 მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ალტერნატიული კანონის პროექტი უნდა იქნას განხილული წამყვან კომიტეტზე (ამ შემთხვევაში იურიდიულ კომიტეტზე) ძირითად კანონის პროექტებთან ერთად და ეს უფლება - ვიმეორებ - გარანტირებულია კონსტიტუციით. პარლამენტის ბიუროსა და შესაბამისი კომიტეტის ვალდებულებაა, დაგეგმონ პროცედურები ამ უფლების უზრუნველსაყოფის შესაბამისად. როგორც ჩანს, ქართული ოცნება მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენს მიერ რეგისტრირებული კანონის პროექტის განხილვა. ამას აკეთებენ მაშინ, როცა მათ კანონზე მსჯელობაც კი ევროინტეგრაციას ხელს უშლის და ამას გვეუბნება ის ხალხი, ვინც სტატუსზე გადაწყვეტილებას იღებს. ჭკუა რომ ჰქონდეთ, „ოცნება“ მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს. თუმცა, მათ არ უნდათ რომ საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდეს ის არჩევანი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ოკუპანტსა და ქვეყნის მეგობრებს შორის. ჩვენ, დღეს, წერილით მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს და ბატონ ოხანაშვილს ამ საკითხზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები