ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

საუბარია ამა წლის 2 მარტს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე.

„მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან 13 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 8 თვის ბავშვის ცხედარი“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა დეპარტამენტმა ზაპოროჟიეს რეგიონში.

შემთხვევის ადგილზე უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებიც მუშაობენ.

მათ დახმარება 100 ადგილობრივსა და დაზარალებულთა ახლობლებს უკვე გაუწიეს.