რუსული მხარის განცხადებით, მათ „აზოვის“ პოლკის სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, დარტყმა ზაპოროჟიეს რეგიონში განხორციელდა.
უწყებაში თავდასხმის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ.
ცნობისთვის, „აზოვის“ პოლკი უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილია, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება, გასულ წელს, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში, რუსეთის ალყისადმი გამოვლენილი წინააღმდეგობის გამო, მიიპყრო.