რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი პონიატივკა ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.
"რუსები აგრძელებენ ხერსონის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. შუადღისას რუსეთის არმიამ ნაღმმტყორცნებიდან ესროლა დარიივკას თემის სოფელ პონიატივკას. მტერი განზრახ თავს დაესხა საცხოვრებელ სახლს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ამ მტრული თავდასხმისას“, - წერს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა, რომ დაიღუპა ქალი და ორი ბავშვი.