დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა მიმდინარეობს, მტკივნეული და გამოწვევებით სავსე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გასული კვირა იყო კიდევ ერთი კვირა, როდესაც უკრაინელმა მეომრებმა და ყველამ, ვინც სახელმწიფოს დაცვაში ეხმარება, კიდევ უფრო დააახლოვა უკრაინის გამარჯვება.
„მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტები, ძირი გამოუთხარეს მტრის პოზიციებსა და ლოგისტიკას და დაიცვეს ჩვენი საზღვრები და ქალაქები. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამჟამად ბრძოლაშია!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს ბახმუტის, უგლედარის, ავდიივკას, სევერსკის, სვატოვსკის, ლიმანისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან სამხედროებს სტაბილურობის შენარჩუნებაში, ექიმებს, ექთნებს, რომლებიც ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უწყობენ ხელს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"