უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტში საბრძოლო მასალის მიწოდების და ქალაქიდან დაჭრილების გაყვანის შესაძლებლობა აქვთ

უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტისთვის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების, ასევე ქალაქიდან დაჭრილების გაყვანის შესაძლებლობა აქვთ, -ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„თავდაცვის ძალები ბახმუტში თავდაცვას ინარჩუნებენ, არის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების და დაჭრილების გამოყვანის საშუალება“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ხიდები ააფეთქეს, ჩერევატიმ უპასუხა: „დიახ, საომარი მოქმედებების დროს მტერი ურტყამს ჩვენს ინფრასტრუქტურას, ხიდებს და სხვა მიმართულებებს. თუმცა, ჩვენი ქვედანაყოფები გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა გზით მივაწოდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა“.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ვოლოდიმირ ნაზარენკომ უარყო სპეკულაცია ბახმუტიდან უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლო გაყვანის შესახებ. „არ არის გაყვანა. პირიქით, რამდენიმე ახალი რეზერვი შემოდის დაცვის გასაძლიერებლად. მთელი საბრძოლო ზონა ქაოტური დაბომბვის ქვეშაა, მაგრამ არის კავშირი ქალაქთან, არის მარშრუტები, რომლებიც არ არის მოწყვეტილი“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, რუსებს არ შეუძლიათ ბახმუტის აღება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან