პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტები რუსულია და აცხადებენ, რომ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.

პარლამენტთან მობილიზებულია ასევე, პოლიცია.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი დღეიდან დაუბრუნდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით